Monika khobelia

Monika khobelia

Young scientist

საბაკალავრო საფეხურზე სწავლებისას აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სტუდენტურ კონფერენციებში, 4-ჯერ მიიღო პრეზიდენტის სტიპენდია. უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მისმა საბაკალავრო ნაშრომმა „არსებით სახელთა სტრუქტურული მოდელები ქართულსა და აფხაზურში. შედარებითი ანალიზი". მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის აფხაზეთის მიმართულების მიერ ორგანიზებულ ორ სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციაში ზუგდიდსა და ბათუმში, რომელიც ითვალისწინებდა აფხაზური ენის სწავლების ვითარების გაცნობას აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლაში და აფხაზური ენის მდგომარეობის კვლევას აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებს შორის. იყო შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი საგრანტო პროექტის - Yშ17_78 შემსრულებელი, სინერგიული ჯგუფის წევრი. მისი ინტერესის სფეროა ქართულ-აფხაზური ენობრივი სტრუქტურის შედარებითი ანალიზი.