უკან დაბრუნებან
თანამედროვე აფხაზური ენა en

თანამედროვე აფხაზური ენა en

აფხაზური ენა, სამწუხაროდ, მსოფლიოს იმ ენათა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც გაქრობის საფრთხის წინაშე დგანან (იხ.: UNESCO Atlas of the World’s Languages in Danger.).

ის ფაქტი, რომ დღეს აფხაზეთში 50 000-ზე ცოტა მეტი აფხაზი დარჩა, ხოლო თურქეთში ბევრად მეტი აფხაზი ცხოვრობს, არაფერს ცვლის. აფხაზეთშიც უჭირს აფხაზურ ენას და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა. აფხაზი თაობების უმრავლესობამ დედაენა არ იცის. აფხაზეთში ვინც დარჩა, ისინი დედაენის ნაცვლად ლაპარაკობენ რუსულად, ხოლო თურქეთში ვინც ცხოვრობს, ისინი საუბრობენ თურქულად. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ აფხაზური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა, სახელმწიფო ენას კი მოვლა და ხელშეწყობა სჭირდება, რათა არ გაქრეს, რადგანაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება ურთიერთობის აღდგენა, ქართველებს ენგურის გამოღმაც გვეკისრება გარკვეული მოვალეობები, რათა არ გაქრეს აფხაზური ენა.

გალის რესურსცენტრის 2018-2019 საანგარიშო მოხსენების მიხედვით: „აფხაზური სასწავლო გეგმების მიხედვით, ტყვარჩელის, ოჩამჩირისა და გალის „ზედა ზონის“ სკოლებში მიმდინარეობს აფხაზური ენის სწავლებაც, თუმცა რუსულთან შედარებით უფრო ნაკლებ დროში. მაგალითად, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის „ზონებში“ რუსულ ენას ეთმობა კვირაში 79 საათი, აფხაზურს - მხოლოდ 28 საათი. გალის „ზედა“ ზონაში რუსულ ენას აქვს 56 საათი, აფხაზურს - 27 საათი. აფხაზი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არა მარტო ომამდელი საზღვრების გალის რაიონში, არამედ მთელს აფხაზეთში რუსული ენის ასე გაძლიერება მალე გააქრობს აფხაზურ ენას. აფხაზურს ძირითადად არასპეციალისტები ასწავლიან, თუმცა აფხაზურმა ადმინისტრაციამ იზრუნა ზოგიერთის განათლებაზე და ცოდნა „აამაღლებინა“ გალის ჰუმანიტარულ სამწლიან ფასიან კოლეჯში".

სხვა სიახლეები

ყველა

17-12-2020
საქართველო და აფხაზური ენის კვლევა en

უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი აფხაზური ენის შენარჩუნების პროცესში...

22-12-2020
ეკოლინგვისტიკა en

არსებობს მოსაზრება, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიოში გავრცელებული ენების ნ...