თანამედროვე აფხაზთა მეტყველების ნიმუშები - ვიდეო მასალა

არსებობს მოსაზრება, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიოში გავრცელებული ენების ნახევარი ვერ გადარჩება, ამას მეტყველებს იუნესკოს კვლევებიც. შესაბამისად, საჭიროა საფრთხეში მყოფი ენების შენარჩუნება. ის ფაქტი, რომ დღეს აფხაზეთში 50 000-ზე ცოტა მეტი აფხაზი დარჩა, ხოლო თურქეთში ბევრად მეტი აფხაზი ცხოვრობს, არაფერს ცვლის. აფხაზეთშიც უჭირს აფხაზურ ენას და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა. აფხაზი თაობების უმრავლესობამ დედაენა არ იცის. აფხაზეთში ვინც დარჩა, ისინი დედაენის ნაცვლად ლაპარაკობენ რუსულად, ხოლო თურქეთში ვინც ცხოვრობს, ისინი საუბრობენ თურქულად. აფხაზური ენის გამოყენების არეალი მცირდება თბილისსა და აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა შორისაც. 2011 წელს გაეროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ორგზის მოვაწყეთ ექსპედიცია ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში, რათა იქაურ აფხაზთა (მუჰაჯირთა შთამომავლების) ანკეტირების გზით შეგვესწავლა აფხაზურად მეტყველი ადამიანების ენობრივი, ეთნიკური, კულტურული და რელიგიური იდენტობა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

1. აფხაზური არ ასრულებს ძირითადი საკომუნიკაციო ენისა და საშინაო მეტყველების ფუნქციას;

2. მცირდება მისი გამოყენების არეალი;

3. კლებულობს ენობრივი კომპეტენცია;

4. ხშირად ხდება სხვადასხვა ენობრივი კოდების ცვლა;

5. არ ვითარდება ლექსიკა;

6. შეიმჩნევა ენის სტრუქტურული ცვლილებები;

7. დაბლდება ენის პრესტიჟულობა;

8. იზრდება დომინანტი ენის უპირატესობა;

9. აფხაზური ენა აღარ გადაეცემა თაობიდან თაობას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს აფხაზური ენის გაქრობას.

 

ეს მცირე ჩამონათვალია იმ გარემოებებისა რა საფრთხის წინაშეც დგას დღეს აფხაზური ენა როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოს სხვა მხარეებშიც. წარმოგიდგენთ თანამედროვე აფხაზთა მეტყველების ნიმუშებს:

 

 

ვიდეო 1.