მირცხულავა ლელა

მირცხულავა ლელა

პროექტის წარმომადგენელი

პროექტის პოპულარიზაციის, საიტის გამართვისა და ტექნიკური საკითხების მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების ორგანიზატორი, პროექტის წარმომადგენელი, ფილოლოგიის დოქტორი ლელა მირცხულავა.

2014 წელს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტი თემაზე - „ახალი რეალიზმი“, როგორც ალტერნატივა პოსტმოდერნიზმისთვის და მასმედიის როლი მის განვითარებაში“. არის სამი მონოგრაფიისა და 40-ზე მეტი სტატიის ავტორი, ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს მასმედიისა და ლიტერატურის ურთიერთობაზე; ასევე, როგორც ჟურნალისტს, აქვს გამოცდილება მედიაში მუშაობის, კერძოდ, იყო საზოგადოებრივ-შემეცნებითი ჟურნალ „პრემიერის“ მთავარი რედაქტორი.