თეიმურაზ გვანცელაძე

თეიმურაზ გვანცელაძე

პროექტის ხელმძღვანელი

პროექტის ხელმძღვანელი პრაქტიკულად სრულყოფილად ფლობს როგორც აფხაზურ სალიტერატურო ენას, ისე მის ყველა ტერიტორიულ მიკროვარიანტს. ავტორია ქართულ, აფხაზურ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, უკრაინულ ენებზე საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული 348 სამეცნიერო პუბლიკაციისა, რომელთაგან 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ეხება აფხაზური ენის სტრუქტურის, ისტორიისა და ფუნქციონირების პრობლემებს, მათ შორის არის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და ორენოვანი ლექსიკონები. თ. გვანცელაძე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კითხულობს სალექციო კურსებს ისეთ საუნივერსიტეტო დისციპლინებში, როგორიცაა: აფხაზური ენა (I-VII), საკომუნიკაციო აფხაზური ენა (I-II),  აფხაზურ-აბაზური დიალექტოლოგია და სხვ. იგი იყო ხელმძღვანელი, ავტორი და შემსრულებელი იმ საგრანტო პროექტებისა, რომლებიც ფინანსდებოდა ისეთი აღიარებული დონორების მიერ, როგორიცაა: იუნესკო (2002-2003 წწ.), გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროსაბჭოს ერთობლივი საერთაშორისო ინიციატივა “ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი” (COBERM, 2011 და 2014-2015 წწ.), შვედეთის სამეფო აკადემია (1998 წ.), Stiftelsen Marcus och Amalia Wallenbergs Minnesfond და Crafordska Stiftelsen (შვედეთი, 20142016 წწ., 2017-2019 წწ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.