სოფიკო ჭაავა

სოფიკო ჭაავა

პროექტის კოორდინატორი

2003-2011 წლებში მუშაობდა აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2008-2016 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი-თანამშრომელი. 2011 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი. 2018 წლიდან დღემდე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარი. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა 10-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტში. 2019 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: საქართველოს ენობრივი სიტუაცია საარქივო მასალების მიხედვით (მე-20 საუკუნის 20-იანი წლები). სადისერტაციო ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა აფხაზეთის სსრ-ში არსებულ ეთნიკურ და ენობრივ ვითარებას. მოიძია და გაანალიზა საქართველოს ეროვნული არქივის სხვადასხვა ფონდებში დაცული აქამდე უცნობი სოციოლინგვისტური შინაარსის მქონე საარქივო მასალები. მონაწილეობდა სამეცნიერო-სასწავლო ექსპედიციებში ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, აჭარაში (აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებთან) და საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.