გუნდი

საქართველო მსოფლიოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის კონსტიტუციაშიც აფხაზურ ენას ოფიციალურად მინიჭებული აქვს ერთ-ერთი სახელმწიფო ენის მაღალი იურიდიული სტატუსი, მაგრამ ამ სტატუსის რეალური დაცვა ვერ ხერხდება აფხაზეთის ოკუპირებულობისა და მხარეში კოლონიური, მადენაციონალიზებელი ენობრივი პოლიტიკის განხორციელების გამო. ამ მიზეზის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობა მოითხოვს დეტალურ ანალიზს და იმ კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვას, რომლებიც დეოკუპაციამდე უნდა შემუშავდეს და დეოკუპაციის შემდეგ განხორციელდეს აფხაზური ენის გადარჩენის მიზნით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამეცნიერო ჯგუფის შექმნა, რათა ანალიზისა და კვლევის მეშვეობით, აჩვენოს მსოფლიოს თუ რა საფრთხის წინაშე დგას აფხაზური ენა.

 

ჩვენი ვალდებულებაა, დავადგინოთ აფხაზური ენის შენარჩუნების, განვითარების, მისი ფუნქციონალური გაფართოებისა და სამეცნიერო აქტივობების განხორციელების გზები, რათა შემცირდეს აფხაზური ენის გაქრობის რისკები. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია აფხაზური ენის აუდიოთეკის შექმნა, რისთვისაც ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ვიწერთ აფხაზეთში, საქართველოს დანარჩენ მხარეებსა და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზთა აფხაზურ მეტყველებას.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო-სამეცნიერო ექპედიციებში მოპოვებული მასალა გაანალიზებულია იუნესკოს მიერ შემუშავებული გაქრობის პირას მყოფი ენების შეფასების პარამეტრების მიხედვით. კერძოდ, დგინდება:

 

  •  აფხაზთა საერთო რაოდენობა (საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით);
  •  აფხაზთა რაოდენობა კონკრეტული ადგილის მიხედვით და ასაკობრივი ჯგუფები;
  •  ენობრივი კომპეტენცია (პირველი ენა, მეორე ენა, წერა-კითხვის ცოდნა...)
  •  ენის გამოყენების სფეროები;
  •  კულტურის, განათლების, ლიტერატურისა და მართვის ენა: ზეპირსიტყვიერების გადაცემის (ტრანსმისიის) ენა და შესაბამისი მასალების არსებობა, სტანდარტიზებული/ნორმირებული ენის არსებობა, საყოველთაო (დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი) განათლების მასალების არსებობა, მასმედიის რესურსების არსებობა;
  •  ენისადმი მზრუნველობის ხარისხი სახელმწიფოსა და საერთაშორისო სტრუქტურების/ორგანიზაციების მხრიდან;
  •  ენის მატარებელთა დამოკიდებულება საკუთარი ენის მიმართ პრესტიჟულობის თვალსაზრისით;
  •  სამეცნიერო აქტივობები (რესურსები და დოკუმენტირების ხარისხი: ტექსტები, ლექსიკონები, აუდიო- და ვიდეორესურსები, სამეცნიერო გამოკვლევები).
თეიმურაზ გვანცელაძე

თეიმურაზ გვანცელაძე

პროექტის ხელმძღვანელი
სოფიკო ჭაავა

სოფიკო ჭაავა

პროექტის კოორდინატორი
მონიკა ხობელია

მონიკა ხობელია

ახალგაზრდა მეცნიერი
მირცხულავა ლელა

მირცხულავა ლელა

პროექტის წარმომადგენელი