ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

fasfasdfasdf

 

      საქართველო მსოფლიოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის კონსტიტუციაშიც აფხაზურ ენას ოფიციალურად მინიჭებული აქვს ერთ-ერთი სახელმწიფო ენის მაღალი იურიდიული სტატუსი, მაგრამ ამ სტატუსის რეალური დაცვა ვერ ხერხდება აფხაზეთის ოკუპირებულობისა და მხარეში კოლონიური, მადენაციონალიზებელი ენობრივი პოლიტიკის განხორციელების გამო. ამ მიზეზის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობა მოითხოვს დეტალურ ანალიზს და იმ კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვას, რომლებიც დეოკუპაციამდე უნდა შემუშავდეს და დეოკუპაციის შემდეგ განხორციელდეს აფხაზური ენის გადარჩენის მიზნით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამეცნიერო ჯგუფის შექმნა, რათა ანალიზისა და კვლევის მეშვეობით, აჩვენოს მსოფლიოს თუ რა საფრთხის წინაშე დგას აფხაზური ენა.

 

 

  • თეიმურაზ გვანცელაძე - პროექტის ხელმძღვანელი
  • სოფიკო ჭაავა - პროექტის კოორდინატორი
  • მონიკა ხობელია - ახალგაზრდა მეცნიერი
  • ლელა მირცხულავა - პროექტის წარმომადგენელი