პარტნიორები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა 2019 წელს გამოაცხადა კონკურსი ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების პოპულარიზაციის მიზნით; ფონდის უმთავრესი ამოცანა იყო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების განვითარება, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების შესწავლა-ანალიზი, კვლევის შედეგების გავრცელება (დისემინაცია), სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარება, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, მათი ჩართვა კვლევაში, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება“.

სწორედ ამ უმნიშვნელოვანესს პროცესში ჩაერთო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უდიდესი, ქვეყნისთვის უმნიშნელოვანესი ურთიერთობების აღდგენისთვის, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უნიკალური ენის შენარჩუნებისათვის წინ გადადგმულ ნაბიჯად გვესახება ფონდის მიერ დაფინანსებული და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით შესრულებული პროექტის - „თანამედროვე აფხაზური ენის ეკოლინგვისტური ანალიზი“ - შედეგი, რომელიც იქნება სახე, სურათი, რეალობა იმ დგომარეობისა, რომელშიც აღმოჩნდა აფხაზური ენა და რომლის შენარჩუნება ჩვენი უპირველესი, კონსტიტუციური მოვალეობაა. 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
www.rustaveli.org.ge

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
www.mes.gov.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
www.sou.edu.ge

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი