• 17-12-2020
  • საქართველო და აფხაზური ენის კვლევა

    უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი აფხაზური ენის შენარჩუნების პროცესში; საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა ქართულთან ერთად, რაც გულისხმობს აფხაზური ენის სრულყოფილ ფუნქციონირებას, ერთი მხრივ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეორე მხრივ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სავალდებულოა ამ ენის გამოყენება ზოგიერთ სფეროში (პარლამენტი, მთავრობა, მასმედია...). გარდა ამისა, აუცილებელია აფხაზური ენის მცოდნე სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა (ენათმეცნიერთა, მთარგმნელ-თარჯიმანთა, ეთნოლოგთა, ფოლკლორისტთა, ლიტერატორთა, ჟურნალისტთა, კონფლიქტოლოგთა...) აღზრდა.

    აფხაზური ენა ამჟამად ისწავლება არამარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისში მოქმედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ აფხაზური ენის შენარჩუნებას, განვითარებას, მის ფუნქციონალურ გაფართოებასა და სამეცნიერო აქტივობების განხორციელებას, რათა შევამციროთ აფხაზური ენის გაქრობის რისკები. სამეცნიერო კვლევებით, საფუძვლიანი, კომპეტენტური ანალიზით, შევძლებთ დავანახოთ ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებლებს, ასევე მთელ მსოფლიოს, რა საფრთხის წინაშე დგანან აფხაზები, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, ენა იდენტობის გამომხატველი ფენომანია, მისი დაკარგვა ეთნიკური თვითშეგნების ცვლას გამოიწვევს, ამ საფრთხის წინაშე დგანან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ კუთხეში მცხოვრებნი.

    სხვა სიახლეები

    ყველა

    27-12-2020

    აფხაზური ენა, სამწუხაროდ, მსოფლიოს იმ ენათა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ...

    22-12-2020

    არსებობს მოსაზრება, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიოში გავრცელებული ენების ნ...